აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს

მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ელჩი, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახეს, რათა შეერთებული შტატებისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობები განიხილონ.

”ჩვენთვის მთავარია განვსაზღვროთ ის გზები, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს რუსეთ-ამერიკის რთული ურთიერთობები, რომელიც ვაშინგტონმა ბოლო წლებში ჩიხში შეიყვანა. დაინტერესებულნი ვართ, რომ თავიდან ავიცილოთ მათი გარდაუვალი დეგრადაცია, თუ ამერიკელები აღიარებენ რისკებს,“- აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“ .

ბაიდენმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის უკან ვლადიმერ პუტინი დგას. მოსკოვმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო