თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოდარ მელაძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მელაძე ჩვენებას ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს. მან საგამოძებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

„მათი მიზანია რაიმე ფორმით გამოარკვიონ, ვინ იყო ჩვენი წყარო, ანუ ვინ მოგვაწოდა ეს აუდიოჩანაწერები, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა ჟურნალისტური გამოძიება. სანამ ეს კანონი ჯერ კიდევ არსებობს და არ გაუუქმებიათ და არ შეუცვლიათ, გვიცავს კანონი, შესაბამისად, არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება, ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები, რომელიც წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება“, - აცხადებს მელაძე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა. ამის შემდეგ სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ აღნიშნული ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, „ტვ პირველმა” კი თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოდარ მელაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა