ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები აქვს. როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანას დაახლოებით სამი თვის ხორბლის მარაგი აქვს.

"ქვეყანაში არის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები. დაახლოებით 115 ათასი ტონაა ბოლო მონაცემებით, რაც წამოსვლის წინ ვნახე. ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია იყო 80 ატას ტონამდე ხორბლის ქონა, ეს ორი თვის მარაგი იყო. ჩვენ თითქმის სამი თვის მარაგი გვაქვს ახლა ხელშეუხებელი, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რყევები ავიცილოთ.

ასევე იყო კითხვა ფქვილის სუბსიდირების პროგრამაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი მაღალი მარაგების შენარჩუნებამ საშუალება მოგვცა, რომ ზაფხული და შემოდგომა ისე გაგვევლო, რომ არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა ყველა სხვა დამხმარე მასალის თუ ნედლეულის გაძვირების პირობებში, მაგრამ მოგვიწია სუბსიდირება, რომელიც ვფიქრობ, სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობისთვის პურის ფასის შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტიანი იყო. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მთლიანად ფასის შენარჩუნება ფქვილზე და არც იყო ეს მიზანი, რადგან ფქვილისგან საკმაოდ დიდი ასორტიმენტის საკონდიტრო პროდუქტები იწარმოება და არც იქნებოდა სამართლიანი საბიუჯეტო ხარჯების ასე მიმართვა“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხორბლის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები აქვს. როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანას დაახლოებით სამი თვის ხორბლის მარაგი აქვს.

"ქვეყანაში არის უპრეცედენტოდ მაღალი მარაგები. დაახლოებით 115 ათასი ტონაა ბოლო მონაცემებით, რაც წამოსვლის წინ ვნახე. ჩვენი საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია იყო 80 ატას ტონამდე ხორბლის ქონა, ეს ორი თვის მარაგი იყო. ჩვენ თითქმის სამი თვის მარაგი გვაქვს ახლა ხელშეუხებელი, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რყევები ავიცილოთ.

ასევე იყო კითხვა ფქვილის სუბსიდირების პროგრამაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი მაღალი მარაგების შენარჩუნებამ საშუალება მოგვცა, რომ ზაფხული და შემოდგომა ისე გაგვევლო, რომ არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა ყველა სხვა დამხმარე მასალის თუ ნედლეულის გაძვირების პირობებში, მაგრამ მოგვიწია სუბსიდირება, რომელიც ვფიქრობ, სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობისთვის პურის ფასის შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტიანი იყო. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მთლიანად ფასის შენარჩუნება ფქვილზე და არც იყო ეს მიზანი, რადგან ფქვილისგან საკმაოდ დიდი ასორტიმენტის საკონდიტრო პროდუქტები იწარმოება და არც იქნებოდა სამართლიანი საბიუჯეტო ხარჯების ასე მიმართვა“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია