ალეკო ელისაშვილი - “ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა, ეს ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

გამაოგნებელი და აუხსნელი ამბავია, როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მაგიდიდან იმ მოტივით გადააგდებ, რომ ვადამდელი არჩევნები გინდა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით გამართული ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის გუშინდელი შეხვედრის მონაწილე იყო, გარკვეული საკითხები დააკონკრეტა, რაც, დეპუტატის ინფორმაციით, მოლაპარაკების მაგიდაზე იყო წარმოდგენილი.

"მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი. როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია. საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო სურვილი, რომ აღნიშნული საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. "ქართული ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა თავად შედეგი დესტრუქციული იყო. ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ თავისი თავი ამოწურა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო