თამარ გაბუნია - მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს, რათა რწმენა დაიბრუნონ ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარდაცვალება წლევანდელ კორონავირუსის ვაქცინაციას დაემთხვა, რადგან კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს გამოიწვევს - მაქსიმალურად ვეცდებით, მოსახლეობას ვაქცინაციის სარგებელთან დაკავშირებით რწმენა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს ანაფილაქსიური შოკით 2 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული.

„გასულ წელს ანაფილაქსიით 2 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარდაცვალება წლევანდელ კორონავირუსის ვაქცინაციას დაემთხვა, როდესაც ჩვენ ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს. ეს კიდევ მეტ შიშს გამოიწვევს, ბევრ კითხვის ნიშანს და უნდობლობას მოსახლეობისთვის, ამდენად მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს, რათა რწმენა დაიბრუნონ ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა