განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა.

მათივე ცნობით, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.

„ კერძოდ, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება, რაც გასულ სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია.

ასევე, გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც თავის დროზე ონლაინ სწავლება აირჩიეს - საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, მოსწავლეებმა სწავლა სკოლის შენობებში არჩიეს.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა - აღნიშნული მაჩვენებელი არდადეგების დაწყებამდე პერიოდის იდენტურია.

დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით კვლავ 69 პედაგოგი რჩება. აღნიშნული პედაგოგები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რომლებმაც სკოლებს დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ“,-აღნიშნავენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს