ამინდის გაუარესების გამო სიდნეის ნაწილში ევაკუაცია გამოცხადდა

ავსტრალიაში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით ქალაქ სიდნეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა, რომლებსაც დროებით საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუაცია მოუწიათ.

სიდნეის გარდა, ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში 12 დასახლებული პუნქტის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამაშველო სამსახურმა წყალდიდობისგან დასაღწევად 600-ზე მეტი შეტყობინება მიიღო.

გასულ დღეს სტიქიურმა უბედურებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა, 50 000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?