22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ბოლო პერიოდში, მონიტორინგის ქსელი სულ უფრო მეტად ფართოვდება.

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მონიტორინგის მიზნით, კახეთის მხარეში არსებულ ჭაბურღილებზე 7 ახალი ავტომატური სადგური, ხოლო მდინარეების ხრამი-დებედა და იორი-ალაზნის აუზებში 12 თანამედროვე წყლის ავტომატური დონის მზომი ხელსაწყო დამონტაჟდა. ამავე პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგიც.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის წყლის რესურსების მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლისის ტბიდან წყლის სინჯები აიღეს. აღებული სინჯების ქიმიური კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება. მიღებული შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა