ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებული მეოთხე არჩევნები იქნება.

მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო. ქვეყნის ტელევიზიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები საღამოს ათ საათზე, სარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. რეალური შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ოთხშაბათს ღამით დაიწყება, მაგრამ საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს იქნება ხელმისაწვდომი.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს და ის 120-ადგილიან პარლამენტში 30-32 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.

The Guardian-ი წერს, რომ წინა სამი არჩევნების ბევრი ძირითადი მოთამაშე იგივე რჩება, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც მოხდა. მაგალითად, ყოფილმა გენერალმა, რომელიც პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერია, ნეთანიაჰუსთან კოალიციის შექმნის შემდეგ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. გამოკითხვების თანახმად, მეორე ადგილზე მემარცხენე-ცენტრისტულ ოპოზიციურ პარტია "იეშ ატიდი“ გავა , რომელსაც ისრაელის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“