NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25%-ს კი მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 25%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22% კი ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვას პანდემიისას მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ დაკარგა სამსახური და კვლავაც უმუშევარია; 12% ამბობს, რომ სამსახური არ დაუკარგავს, თუმცა, ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა; გამოკითხულთა 3%-მა დაკარგა სამსახური, თუმცა სხვა სამსახური დაიწყო; 43% არც პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა და ახლაც უმუშევარია. 27%-ს კი სამსახური არ დაუკარგავს და არც ხელფასი/შემოსავალი შემცირებია.

ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს