ლევან იოსელიანი - ევროკავშირი ასე მარტივად არ დაგვანებებს თავს - ორივე მხარეს აიძულებს, რომ შეთანხმება შედგეს

ევროკავშირი ასე მარტივად არ დაგვანებებს თავს, დარწმუნებული ვარ, ორივე მხარეს აიძულებენ, რომ შეთანხმება შედგეს - ევროკავშირს არ აინტერესებს ერთჯერადად ცეცხლის ჩაქრობა, - ამის შესახებ “მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ევროპული საჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში მორიგ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

„ველოდი, რომ ევროკავშირი ასე მარტივად არ დაგვანებებს თავს იმიტომ, რომ ეს ბოლოს და ბოლოს მისი პრესტიჟის საკითხიც არის, როდესაც ახალი მაღალი რანგის პოლიტიკოსი არის ჩართული მედიაციაში, როგორიც არის შარლ მიშელი და ვერ დაალაგა სიტუაცია. ამიტომ ისინი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარეს აიძულებენ, რომ შედგეს შეთანხმება. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა ემსახურებოდეს საქართველოში რაღაცა ტიპის ინსტიტუციურ წინსვლას. ამიტომ ვხედავთ დღეს შესაძლებლობას, რომ სასამართლოს და პროკურატურის საკითხი უნდა იყოს წამოწეული და თვითონ პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობის საკითხი იყოს მეტად წამოწეული და რეალური დემოკრატიული ინტსრუმენტები ჰქონდეს ოპოზიციას და არ იყოს მარტივი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც დაინიცირება და გატანა. ასე რომ, ეს აინტერესებს ჩვენ მოკავშირეებს, მათ არ აინტერესებთ აქ ერთჯერადად ცეცხლის ჩაქრობა. ევროკავშირსაც და ამერიკასაც ჩვენი ქვეყნისთვის იმდენი აქვს გაკეთებული, თუნდაც პოლიტიკურად და ასევე სხვა კუთხით, ასე მარტივად არ დაუშვებენ აქ სიტუაციის არევას და ხელიდან გაშვებას. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს. ევროკავშირმა რახან დაიწყო, ის არ ჩაიქნევს ხელს “, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნიკა მელია უნდა იჯდეს. მისივე თქმით, მელიას გამოშვების მექანიზმი არსებობს და ხელისუფლებას ეს რომ უნდოდეს, გააკეთებდა.

„მე ვემხრობი იმ იდეას, რომელიც გულისხმობს დიდ შერიგებას იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ამნისტია 20 ივნისს დაკავებული ყველა ადამიანის, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც და ეს იყოს მოტივატორი სხვა საკითხებზე დაიწყოს მსჯელობა. მესმის, რომ ამ მოლაპარაკების მეორე მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს და მისი გამოშვება არის შესაძლებელი და ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები და ხელისუფლებას ეს, რომ უნდოდეს გააკეთებდა“ , - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს არის ქართული პოლიტიკისთვის კარგი, როდესაც ახალი მოთამაშე შემოდის და აქვს მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს“.

„როდესაც გახარია გადადგა და ამის შესახებ მისი სურათის ქვეშ რამდენიმე ათასეული რეაქცია იყო, მაშინ ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამას მხარდაჭერა მოჰყვებოდა და მოსალოდნელი იყო, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. მე ვთქვი, რომ ეს არის ქართული პოლიტიკისთვის კარგი, როდესაც ახალი მოთამაშე შემოდის და აქვს მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, რაც მთავარია გადალაგდება პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი და ზოგადად გადალაგდება პოლიტიკური ლანდშაფტიც, რადგან ახალი მოთამაშე აჩენს ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს