07.07.2025 / 08:38
გია ვოლსკი - მინდა, ყველას, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, შევუთვალო დიდი მოკითხვა და მზადყოფნა, რომ საკითხები მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით მოვაგვაროთ

მინდა ყველას, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, აქედან შევუთვალო დიდი მოკითხვა, პატივისცემის დასტური და მზადყოფნა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით, - ამ განცხადებით დაასრულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ კომისიის დღევანდელი სხდომა, სადაც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

მისივე თქმით, საქართველო ვერ შეეგუა აზრს, რომ აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

"ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეები - აფხაზები, ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქ არსებობს ადმინისტრაცია, რომელმაც იქედან რაც არ უნდა სიკეთე შემოგვითვალოს, მაინც არის ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმის გავლენის ქვეშ მყოფი სტრუქტურა ჰქვია. არც იმათ აქვთ დიდი ფართობი და შესაძლებლობები, რომ ხელი გაანძრიონ და დამოუკიდებლად იმოქმედონ. ხშირ შემთხვევაში, ოკუპაციასთან მიმართებაში ჩვენ უფრო ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: - შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, გავცვალოთ აზრები. ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომ ამ წინააღმდეგობებს გვერდი ავუაროთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის კომისიის სხდომაზე.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს