ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ვაქცინების დოზები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - ეს იქნება სიგნალი  „კოვაქსის პლატფორმისთვის“, რომ დამატებითი დოზების მოწოდება შეუფერხებელი იყოს

ვაქცინების დოზები, რაც ქვეყანამ მიიღო: 43 ათასი „ასტრაზენეკა“ და 29 250 „ფაიზერი“, რაც კვირის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ეს იქნება სიგნალი ჩვენი პარტნიორებისთვის, „კოვაქსის პლატფორმისთვის“, რომ დამატებითი დოზების მოწოდება შეუფერხებელი იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალციხის საავადმყოფოს ექთნის გარდაცვალების შემდეგ, „ახლა თავიდან უწევთ ძალის მოკრება იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობაში ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობა დაბრუნდეს“.

„ვაქცინაცია ჩვენ 15 მარტს დავიწყეთ და 15 მარტსვე 700-მდე მედიკოსი დარეგისტრირდა, 16 მარტსაც 700 იყო რეგისტრირებული, 18-ში გაორმაგდა - 1400 იყო და შემდეგ მოხდა ეს საშინელი ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვაქცინაციის სურათი. პირველი კვირა ვერაფრით ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი კვირა იყო ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობისთვის. რა თქმა უნდა, ახლა თავიდან გვიწევს ძალის მოკრება იმისთვის, რომ ნდობა სამედიცინო პერსონალშიც და მოსახლეობაშიც დაბრუნდეს ვაქცინაციის პროცესის მიმართ და შიში, გაურკვევლობა გაქარწყლდეს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად პროცესში უნდა ჩაერთოს 65 წლის ზემოთ მოსახლეობა, რადგან ვაქცინების დოზები, რაც ქვეყანამ მიიღო, 43 ათასი „ასტრაზენეკა“ და 29 250 „ფაიზერი“, რაც კვირის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ეს იქნება სიგნალი ჩვენი პარტნიორებისთვის, კოვაქსის პლატფორმისთვის, რომ დამატებითი დოზების მოწოდება შეუფერხებელი იყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“