ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, NDI-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, საგანგაშო მაჩვენებელია

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საგანგაშო მაჩვენებელია NDI -ის კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა.

როგორც კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საჭიროა სახელმწიფომ ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ კამპანია აწარმოოს.

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოს აქვს ერთდერთი ვაქცინა „ასტრაზენეკა“ სამომავლოდ კი შემოვა „ფაიზერი“, ამიტომ, მუდმივად უნდა ტრიალებდეს საინფორმაციო რგოლები, თუ რა ტიპის ვაქცინაა.

„ეს არ არის კარგი მაჩვენებელი და საგანგაშო მაჩვენებელია, ნამდვილად. ამ სიტუაციის რამდენიმე წინაპირობა არსებობს, თებერვლიდან მოყოლებული ვიცით და გაირკვა, რომ ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც საქართველო პირველ რიგში მიიღებდა, იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. “ასტრაზენაკას“ ვაქცინასთან მიმართებაში ჩვენ ვიცით, როგორი კითხვის ნიშნები გაუჩნდათ ევროპის წამყვან ქვეყნებს, უმრავლესობამ „ევროპის წამლის სააგენტოსა“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნის საფუძველზე უკან მოხმარებაში დააბრუნა. მის აკრძალვას ძალაში ჯერჯერობით სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანა ტოვებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ ინფორმაციამ ძალიან დაგვაზარალა, იმიტომ, რომ საქართველოში სამედიცინო საზოგადოება, ძალიან ბევრი კერძო ადამიანის მიერ მოწოდებული ე.წ. ინფლუენსერობით გავლენის მქონე კოლეგებს უსმენს, რომელთაგან ზოგი საქართველოდან, ზოგი უცხოეთიდან ერთვება. ამიტომ, არაერთგვაროვანი ინფორმაციის შემოტევის მსხვერპლები გავხდით. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ეს პროცენტი, რომელსაც NDI გვთავაზობს, რომ გამოკითხვის მიხედვით ვაქცინაციაზე თანახმაა, დარწმუნებული ვარ, ეს საველე სამუშაოები ჩატარებულია იმ დროს, როდესაც ჯერ მეგი ბაქრაძის ტრაგიკული გარდაცვალება არ იყო მომხდარი... ასეთ ფორმულირებას გავაკეთებ, რომ ესენი ანტივაქსერები არ არიან. ანუ, ანტივაქსერი არის იდეურად ვაქცინის წინააღმდეგი მიუხედავად ვაქცინის წარმომავლობისა. ესენი არიან ადამიანები, ჩემი კოლეგები, თუ საზოგადოების ნაწილი, რომლებსაც აინტერესებთ და ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ. ჩემთან საუბარში ბევრი ასე აყალიბებს, „ჯერ გაარკვიონ ვაქცინასთან მიმართებაში სხვა ქვეყნებმა, სადაც შეიქმნა და პირველად დაიწყო და მერე გავიკეთებ მე“. მიუხედავად კითხვის ნიშნებისა, ვთვლი, რომ დღესაც, ნებისმიერ ამ ვაქცინას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ჯანმო-ს მიერ გამოყენებისთვის ნებადართულია ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკაში, მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ამიტომ, მე ეს ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, მაგრამ ძალიან რთულია, რომ სხვები ამაში დავარწმუნო. ჩემი ახლო ადამიანები, ამ შემთხვევაში კოლეგებს ვგულისხმობ, რომლებიც ნდობას მიცხადებენ ჩემი დარგი იქნება, თუ სხვა მომიჯნავე სფერო, ამ შემთხვევაში ძალიან შეუვალები გახდნენ, მე მესმის მათი, რომ შიშის და სიფრთხილის ფაქტორი ძალიან დიდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იგივე მასმედიის საშუალებებით და სოციალური რეკლამით“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ ჩაიტარებდა. კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53 % აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, 12 %-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.

-

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს