მიხეილ სარჯველაძე - სენატორების გზავნილებიდან იკვეთება ის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში მოუწევს გადახედვა საკუთარი დამოკიდებულების

ერთმნიშვნელოვნად, რაც გზავნილებიდან იკვეთება, ეს არის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში მოუწევს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოლაპარაკების პროცესში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირევით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები, პირველ რიგში კი ოპოზიციამ.

„ერთმნიშვნელოვნად დგინდება ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან უკვე არსებული, საერთაშორისო პარტნიორების და ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს რაიმე შესაძლებლობას, რომ კიდევ იყოს მტკიცება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ყოველგვარი საფუძველი ეკარგება ამასზე საუბარს და ეს ერთ- ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლის საფუძველზე ალბათ, მოუწევს ოპოზიციას, გადახედოს საკუთარ გეგმებს, გადახედოს თუნდაც მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ უნდა შეივსოს პარლამენტში ადგილები და შეუვსებელი ადგილები ოპოზიციის მხრიდან არის ის, რაც ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს სახელმწიფოში. ეს ავალდებულებს ოპოზიციას, რომ მოვიდეს მოლაპარაკებაზე არა იმ განწყობით, რომ მოლაპარაკებებში მხოლოდ მონაწილეობა არის მათი მხრიდან დასაშვები კომპრომისი. ასევე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ კარგად ფლობენ ინფორმაციას, ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ის პატიმრობა, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ. ძალზედ მნიშვნელოვანია გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ნიკანორ მელიამ დაარღვია კანონი და რაც მნიშვნელოვანია, ითქვა, რომ სამართლის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. იყო მოწოდება, რომ ყველამ პატივი სცეს კანონს, სამართლის უზენაესობას. ესეც ალბათ, მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს უნდა იძლეოდეს. საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ ეს გზავნილები, ერთმნიშვნელოვნად რაც იკვეთება, ეს არის, რომ ოპოზიციას ყველა შემთხვევაში, ამის შემდეგ მოუწევს საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა მოლაპარაკების პროცესში,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სენატში გამოთქმულ მოსაზრებას, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეთანხმებისთვის მონდომებულია და გამოთქმული მოსაზრებები ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.

„რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შეუთანხმებლობამ შეიძლება გარკვეული პროცესების ესკალაცია გამოიწვიოს და უარყოფითი შედეგები მათ შორის, ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, საამისოდ საკმარისი წინაპირობა არ არსებობს და ვფიქრობ, გადაჭარბებულია ეს შეფასება იმ ფონზე, როცა გამოითქვა არაერთი მოსაზრება და მკაფიოდ გამოითქვა შეჯამებული დასკვნის სახით, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ არასდროს გადაუხვევია იმ კურსისგან, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის და გამოხატულება უზარმაზარი მხარდაჭერისა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა