თამარ გაბუნია - ამ ეტაპისათვის ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული

ამ ეტაპისათვის ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები იყვნენ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში, თუმცა თავდაპირველად მათი შეფასება მოხდა „ფაიზერის“ ვაქცინაციისათვის, გადაერთვებიან და გააგრძელებენ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამას.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 65-წელზე ზემოთ პირებისათვის ვაქცინაციაზე ონლაინრეგისტრაცია 25 მარტიდან გაიხსნება. მისივე თქმით, როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, მისი სისტემაში ასახვა უმოკლეს ვადაში მოხდება და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

„როგორც მოგეხსენებათ, ხვალ უკვე იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაემატება ვაქცინაციის პროგრამას. ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები იყვნენ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში, თუმდა თავდაპირველად მათი შეფასება მოხდა „ფაიზერის“ ვაქცინაციისათვის, გადაერთვებიან და გააგრძელებენ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამას.

რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის საინტერესოა, როგორ მოხდება არჩევანი ვაქცინებს შორის. 25 მარტიდან გაიხსნება რეგისტრაცია პორტალზე 65-წელზე ზემოთ პირებზე. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადაში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

თავდაპირველად ხდება ვაქცინის ამორჩევა და შემდეგ იმ სამედიცინო დაწესებულებებისა, რომელშიც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციის ჩასატარებლად. ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულად არის შეზღუდული, სულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად, 14 500-მდე ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, მაგრამ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში. რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ რომელიმე უპირატესად შევთავაზოთ მოსახლეობას, არ არის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული.

„,ამ ეტაპისათვის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული, ასევე მოწვეულები არიან დიდი კლინიკები, რომლებიც სამომავლოდ მზად არიან მოაწყონ შესაფერისი ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მისაღებად. ვაქცინაციის ცენტრებისათვის პირობები განსხვავებულია „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში. აქ არის მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით, მაცივრის პირობები, სადაც ტემპერატურის მკაცრი კონტროლი მოითხოვება, მომუშავე ბრიგადები და ა.შ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს