პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საგანგებო მოსმენის დანიშვნას ითხოვს

პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საგანგებო მოსმენის დანიშვნას ითხოვს, სადაც პენსიონერებისთვის, პენსიის წინასწარი გამოტანისას „ლიბერთი ბანკის“ მიერ მათთვის დაწესებულ პროცენტზე იმსჯელებენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ამ საჯარო განხილვას როგორც „ლიბერთი ბანკის“, ასევე ეროვნული ბანკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ.

„რეალური პრობლემა, ჰკითხეთ ნებისმიერ პენსიონერს, არის საბანკო პროცენტი, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერებისთვის აქვს დაწესებული. ყველამ იცით, რომ თითქმის, 800 ათასი პენსიონერია და აქედან ნახევარზე მეტს, წინასწარ გამოტანილი აქვს სულ მცირე რამდენიმე თვის ან ერთი წლის პენსია. ბანკი ყველაზე დაუცველ ადამიანებს საქართველოში, პენსიონერებს, არანორმალურ, აუხსნელად დიდ 36%-ს ახდევინებს. შესაბამისად, ბანკის დავალიანება აქვთ პენსიონერებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამიტომაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ მივმართეთ პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტს და ვთხოვეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაინიშნოს საგანგებო სხდომა, მოსმენა, სადაც მოვლენ პასუხისმგებელი პირები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ასევე, „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელები.

გვაქვს უამრავი შეკითხვა და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის უსამართლოდ გაბერილი პროცენტი, ყველაზე დაუცველი ფენის გასაძარცვად. აქ არის როგორც „ლიბერთის“, ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, სამართლიანი ტენდერი რომ გამოცხადებულიყო და რამდენიმე ბანკს მიეღო პენსიების განკარგვის უფლება, მაშინ პროცენტი გაცილებით დაბალი იქნებოდა და არ ვიხილავდით გაძარცვულ პენსიონერებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს