ხათუნა სამნიძე დანიელსონის განმეორებით ვიზიტზე - ევროპამ კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნა მთავარი გზავნილი - “მე არ მიგატოვებთ”

“როდესაც ჩვენ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ხელი ვკარით ევროპას, მაგრამ ევროპამ კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნა მთავარი გზავნილი - “მე არ მიგატოვებთ”,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ კრისტიან დანიელსონის განმეორებით ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

სამნიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების პროცესი ორმხრივი კომპრომისით დასრულდება.

“პროცესის გაგრძელება მოწმობს იმას, რომ ევროპა და ჩვენი პარტნიორები ამერიკიდან დარწმუნებული არიან, რომ ამ პროცესს უნდა მიყვნენ ბოლომდე, ვიდრე შეთანხმება არ შედგება, რადგან შეთანხმების მიღწევა ამ ქვეყნის კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს ნიშნავს ევროატლანტიკური არჩევანისკენ. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ეს პროცესი არის ხანგრძლივი და რთული, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ორივე მხრიდან კომპრომისზე დაფუძნებული. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით საუბარი ძალიან რთულია და მე იმედს ვიტოვებ, რომ ვიდრე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს მივუსხდებით, ეს საკითხი აღარ იარსებებს, როგორც პრობლემა და “ქართულ ოცნებას” აღარ ეყოლება მძევლები პოლიტიკოსების სახით ციხეში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკების პროცესში შევძლებთ გამოვნახოთ კომპრომისული ვერსიები, დავაახლოვოთ პოზიციები და მივაღწიოთ შეთანხმებას. საქართველო არის ჩვენი ევროპელი მეგობრების სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს ევროპისთვის აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და მათთვის სულერთი არ არის, რა პროცესებია საქართველოში”,- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხათუნა სამნიძე დანიელსონის განმეორებით ვიზიტზე - ევროპამ კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნა მთავარი გზავნილი - “მე არ მიგატოვებთ”

“როდესაც ჩვენ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ხელი ვკარით ევროპას, მაგრამ ევროპამ კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნა მთავარი გზავნილი - “მე არ მიგატოვებთ”,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ კრისტიან დანიელსონის განმეორებით ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

სამნიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების პროცესი ორმხრივი კომპრომისით დასრულდება.

“პროცესის გაგრძელება მოწმობს იმას, რომ ევროპა და ჩვენი პარტნიორები ამერიკიდან დარწმუნებული არიან, რომ ამ პროცესს უნდა მიყვნენ ბოლომდე, ვიდრე შეთანხმება არ შედგება, რადგან შეთანხმების მიღწევა ამ ქვეყნის კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს ნიშნავს ევროატლანტიკური არჩევანისკენ. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ეს პროცესი არის ხანგრძლივი და რთული, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ორივე მხრიდან კომპრომისზე დაფუძნებული. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით საუბარი ძალიან რთულია და მე იმედს ვიტოვებ, რომ ვიდრე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს მივუსხდებით, ეს საკითხი აღარ იარსებებს, როგორც პრობლემა და “ქართულ ოცნებას” აღარ ეყოლება მძევლები პოლიტიკოსების სახით ციხეში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკების პროცესში შევძლებთ გამოვნახოთ კომპრომისული ვერსიები, დავაახლოვოთ პოზიციები და მივაღწიოთ შეთანხმებას. საქართველო არის ჩვენი ევროპელი მეგობრების სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს ევროპისთვის აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და მათთვის სულერთი არ არის, რა პროცესებია საქართველოში”,- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია