ლევან დავითაშვილი - მთავრობას ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს წარვუდგენთ

„მთავრობას ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს წარვუდგენთ “, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.

„პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე იაფი პური იყიდება. თუმცა, არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.

„საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან დავითაშვილი - მთავრობას  ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს წარვუდგენთ

„მთავრობას ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს წარვუდგენთ “, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.

„პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დღეისათვის, ხელისუფლების პოლიტიკით და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ხარისხიანი და ყველაზე იაფი პური იყიდება. თუმცა, არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.

„საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია