სოზარ სუბარი - როცა ადამიანს ეშინია, "ქოცი" არ დაუძახონ, მოლაპარაკება არ შველის - ლოცვების გაძლიერება თუ უშველის, ამისთვისაც მზად ვართ

როცა ადამიანს ეშინია, "ქოცი" არ დაუძახონ, მოლაპარაკება არ შველის - ლოცვების გაძლიერება თუ უშველის, ამისთვისაც მზად ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანია, რომელსაც მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება ყველაზე მეტად უნდა“.

„ვმუშაობთ, მაგრამ ზოგიერთ პარტიასთან, როცა ადამიანს ასე ეშინია ვაიმე, ქოცი არ დამიძახონ და „ქართული ოცნების“ წევრიო, მოლაპარაკება არ შველის და ახლა ლოცვების გაძლიერება თუ უშველის, ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე, როგორც დეპუტატი აცხადებს, ის გირაოს გადაიხდის და საპატიმროს დატოვებს.

„მელიასთან დაკავშირებით ყველაზე მარტივად არის საქმე, 40 ათას ლარს გადაიხდიან, გამოვა გარეთ. ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ სენატში მოსმენისგან, სადაც ბატონმა კენტმა თქვა, რომ დიახ, ამ ადამიანმა დაარღვია კანონი. ცუდია, რომ ეს კაცი ციხეშია, მაგრამ მან დაარღვია კანონი და ის ყველასთვის ერთია. მითუმეტეს, უფრო მსუბუქი სანქცია, ვიდრე გირაოს გადახდაა, არ არსებობს“, - განაცხადა სუბარმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ