ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება

31 მარტის 18:00 საათამდე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც სამ ეტაპად ტარდება.

„პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ძირითადი რეგისტრაცია, შესაბამისად, 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ ის ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მსურველებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge და აირჩიოს ჩამონათვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები, შემდეგ კი განაცხადის შევსება/შეცვლა. გრაფაში პირადი ნომრისა და სიმბოლოების მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა დააჭიროს ღილაკს გაგრძელება. გადაამოწმოს პირადი ნომრის სისწორე და მიჰყვეს ინსტრუქციას. მონიშნოს ველი მოქალაქეობა და დაეთანხმოს წესებს, რაც მისცემს საშუალებას დაიწყოს რეგისტრაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციის პირველ ეტაპზე შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა.

„საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტს რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლება. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. ნებისმიერი ცვლილების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მონაცემების შენახვა!

შენახვის ღილაკის გამოყენებისთანავე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რაც დასტურია იმისა, რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა