ჯანდაცვის მინისტრი - ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, რომ ანტივაქსერული პროპაგანდით და დეზინფორმაციით ჩვენი მოქალაქეები დააშინონ

ძალიან ვთხოვ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეეცდებიან, რომ ანტივაქსერული პროპაგანდით და დეზინფორმაციით დააშინონ ჩვენი მოქალაქეები, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლეობის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რამდენად სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში ვაქცინაციის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს ჰქონდა გართულება. მინისტრის თქმით, ეს სიცრუეა.

„მეც ვნახე, რომ სოციალური სივრცე სავსეა სხვადასხვა ბანერით,სადაც არის გავცელებული ანტივაქსერული პროპაგანდა და განსაკუთრებით „ასტრაზენეკას“ მიმართ. ეს ფაქტი გადავამოწმეთ, სხვანაირად ამასთან დაკავშირებით მედიას პასუხს ვერ გავცემდი. ღუდუშაურის საავადმყოფო მათთან მსგავსი პაციენტის არსებობას უარყოფს. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი სიცრუე და მტრობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ასევე, დეზინფორმაცია. მე ძალიან ვთხოვ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეეცდებიან, რომ ანტივაქსერული პროპაგანდით და დეზინფორმაციით დააშინონ ჩვენი მოქალაქეები, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. პირიქით, ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პროცესის თანმიმდევრულ განვითარებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025