ლევან იოსელიანი არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - ამბობდნენ ერთს და უწევდათ მეორეს გაკეთება, რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ახლაც იგივე მოხდეს?

ამბობდნენ ერთს და უწევდათ მეორეს გაკეთება. რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ახლაც იგივე მოხდეს? - ასე ეხმიანება პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას პარტია „მოქალაქეების" ერთ - ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.

მისი თქმით, ორივე საკითხზე შეთანხმება მიღწევადია იმ პირობებში, „თუ ოპოზიციაც დათმობს და გადააბიჯებს თავის წითელ ხაზებს“.

„ევროპელი დიპლომატი მეორედ ბრუნდება, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, მისი დღის წესრიგი იქნება ბევრად უფრო მომთხოვნი და ბევრად განსხვავებული. მხარეებს გაუჭირდებათ მარტივად მოლაპარაკების მაგიდიდან ადგომა, აყირავება მაგიდის და ა.შ. რასაც ერთმანეთს აბრალებენ. ეს უკვე მგონია, ევროკავშირის პრესტიჟის საკითხი, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს და მე დარწმუნებული ვარ, ის ამას შეძლებს. კონკრეტულად, რაზეც დღეს ამბობენ, რომ არ გააკეთებენ, მოუწევთ იმის გაკეთება,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებულ პოზიციებს არ გადახედავს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ