სუეცის არხში გაჭედილი გემის გამოხსნის ახალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

სუეცის არხში გაჭედილი გემის Ever Given-ის გამოხსნის ახალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას გემის ტექნიკური მენეჯერი ადასტურებს. ნიდერლანდური კომპანიის Smit Salvage-ის ექსპეტები, რომლებმაც ინციდენტის ადგილზე მუშაობა უკვე დაიწყეს, აცხადებენ, რომ 28 მარტს კიდევ ორ დამატებით ბუქსირს მიიღებენ, რომლის დახმარებითაც შეეცდებიან გემის გადაადგილებას.

Smit Salvage-ს დახმარებისთვის არხის ადმინისტრაციამ მიმართა. გემის გრუნტიდან მოხსნა მიმდინარე კვირაში უკვე სცადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საკონტეინერო გემის ტვირთისგან დაცლა იგეგმება. პანამის დროშის ქვეშ მცურავი Ever Given ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. გემმა, სავარაუდოდ, უამინდობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, 23 მარტს სუეცის არხში შესვლის შემდეგ მართვა დაკარგა და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ სხვა გემებისთვისაც სრულად გადაკეტა მიმოსვლა. ინციდენტის გამო კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით დოლარის ზარალს განიცდიან.

იხილეთ ვიდეო:სუეცის არხში გაჭედილი გემის გამოხსნის ახალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025