რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოსახლეობას რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავს.
საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს ბზობას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ბზობის დღესასწაულს ულოცავს და მათ სიხარულს, მშვიდობას უსურვებს.
“ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველა კათოლიკეს ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს - ბზობას აღნიშნავს.
“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ბზობას ულოცავს. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს - ბზობას, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას აღნიშნავს”,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.
ამასთან, დღეს ბზობას აღნიშნავს, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც.
„საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას - იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, - ნათქვამია ინფორამციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"