პარლამენტის ბიუროს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, 85 დეპუტატის ხელმოწერით საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინება.

ცვლილებების ასახვა კონსტიტუციურ კანონის გარდამავალ დებულებებში, ორი მიმართულებით იგეგმება: - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.

პარლამენტის ბიურო კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ კი, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნის და პროექტის სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.

კონსტიტუციის ძირითადი ნორმების თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება, ხოლო ამ არჩევნებში კონსტიტუცია 5%-იან საარჩევნო ბარიერს ადგენს.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის ერთჯერადად, 1%-იანი საარჩევნო ბარიერი დადგინდა. შედეგად, პარლამენტის წევრის მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა, რომელთაგან ექვსმა 3%-ზე მაღალი შედეგი მიიღო, ხოლო ერთ საარჩევნო სუბიექტს 3%-იანი შედეგამდე 0,11% დააკლდა. 5%-ზე მეტი მხარდაჭერა კი მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. ამომრჩეველთა ამგვარი წარმომადგენლობა, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერის არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირება, ხოლო მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-ზე მეტი მხარდაჭერა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა, ჯერ კიდევ მიანიშნებს პოლარიზაციის ხარისხის მაღალ მაჩვენებელზე. ამასთანავე, მომდევნო ოთხი წელი შესაძლოა არც კი იყოს საკმარისი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდისთვის პოლიტიკური პარტიების იმგვარად გასაძლიერებლად, რომ ბევრმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა შეძლოს. შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია საკითხის დაბალანსებულად გადაწყვეტა, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს“, - განმარტავენ მმართველ გუნდში.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის ბიუროს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ხვალ წარედგინება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს