კრისტიან დანიელსონი - კომპრომისი არის ევროპული გზა

კომპრომისი არის ევროპული გზა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

როგორც მან მედიასთან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომპრომისი დემოკრატიის ნიშანია.

"მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, იყო საკითხების კარგი გაცნობა. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, ასევე კარგად იციან რის გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამას. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, როცა საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭირო გამბედაობა, არის საჭიროება კომპრომისის, კომპრომისი არ არის იმის ნიშანი რომ ვიღაც არ არის ძლიერი, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა