ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ის ფაქტი, რომ ერთი 1:200 000 მასშტაბის რუკაზე ექსპერტიზამ კვლევა ჩაატარა და დასკვნა გასცა, ავტომატურად გულისხმობს, რომ ის ვარგისია

ის ფაქტი, რომ ერთი 1:200 000 მასშტაბის რუკაზე ექსპერტიზამ კვლევა ჩაატარა და შესაბამისი დასკვნა გასცა, ავტომატურად გულისხმობს, რომ ის არის ვარგისი, - ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სადრაძის თქმით, 1:200 000-იანი რუკის გასაბათილებლად რაიმე ლოგიკას ვერ ხედავს და ეს რუკა სწორედ 1998 წლის მდგომარეობას ასახავს, რაც მისივე თქმით, „რელევანტურია“.

,,ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მეთოდი, რომ 1:500 000-იანი რუკა დგება 1:200 000-იანი რუკის საფუძველზე. როდესაც დაცვის მხარე აცხადებს, რომ მათ მიერ შედგენილი რუკის ალბომი სრულიად შეესაბამებოდა 1:500 000-იანი რუკის ამონახაზს ეს არის აბსურდი. ამონახაზის გამოყენება არის უვარგისი, ამას ექსპერტიზაც ადასტურებს. კონკრეტულ მონაკვეთებში თავად ბრალდებულებს აქვთ დაფიქსირებული, რომ სხვადასხვა რუკები გამოიყენეს, რაც იკითხება დოკუმენტებში და არ არის ჩემი, ან რომელიმე მოწმის ინტერპრეტაცია. 1:200 000-იანი რუკის გასაბათილებლად რაიმე ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს რუკა სწორედ 1998 წლის მდგომარეობას ასახავს, რაც რელევანტურია“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მოწმეთა 115 კაციანი სია არსებობს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი პროცესის მიმდინარეობისას დარედაქტირდეს.

,,წინმსწრებად ნამდვილად არ ვიცით ვინ იქნება. გამოძიების მიმდინარეობისას ბევრი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი გამოიკითხა. ეს ინფორმაცია სასამართლოში მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მტკიცებულება გამოკვლეული იქნება სასამართლოს წინაშე. არსებობს საკმაოდ სოლიდური სია, 115 პირი არის ჩამოწერილი, თუმცა შეიძლება მოხდეს გარკვეული რედაქტირება, რაც დამოკიდებულია პროცესზე“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა