კრისტიან დანიელსონი კვლავ "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.

შეხვედრას მმართველი გუნდიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.

მათ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრას ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც ესწრებიან.

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების"ლიდერები კრისტიან დანიელსონს დღის პირველ ნახევარშიც შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“