გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოლიტიკოსი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

“ჩემთან იყო შეხვედრა ჩანიშნული, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. გამოსასვლელში ცუდად გახდა, დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გოგი წულაიას უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, ის სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს.

"ბრალდებული გ.წ შემოსვლის დღიდანვე შიმშილობს. 25.03.2021 წელს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. ამ დროისთვის, როგორც მოშიმშილე პატიმარი, იგი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, ასევე ინფუზური თერაპია. სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან, 19 მარტიდან მოყოლებული შიმშილობს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს