ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებმა, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ამ კუთხით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, ასევე, უსაფრთხოების სფეროში რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების მოდელებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

„როგორც ექსპერტებმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნეს, ასეთი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მხარეებისთვის აზრისა და ხედვების გაზიარებას, ასევე, კრიტიკულ პრობლემებზე უფრო თავისუფალ გარემოში მსჯელობას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და კიბერსისტემების დაცულობის საკითხების განხილვისას საერთო კონსენსუსის მისაღწევად.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაცის უფროსი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს