კახა კახიშვილი - ზოგ შემთხვევაში, როცა როგორც მაჟორიტარი დეპუტატი რაღაც საკითხზე ვრეკავ და გადაჭრას ვითხოვ, ისე მელაპარაკებიან, თითქოს პირად საკითხებზე ვრეკავ!

ზოგ შემთხვევაში, როცა როგორც მაჟორიტარი დეპუტატი რაღაც საკითხზე ვრეკავ და გადაჭრას ვითხოვ, ­ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ისე მელაპარაკებიან, თითქოს პირად საკითხებზე ვრეკავ! - მოსახლეობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულება მხოლოდ მაჟორიტარს არა აქვს, ეს ვალდებულება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნიათ, - აღნიშნული განცხადება ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

კახიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარლებში, მინისტრებისა და მათი მოადგილეების წარმომადგენლობით სპეციალური გუნდი შეიქმნას, სადაც მაჟორიტარებს იმ საკითხების დაყენების საშუალება ექნებათ, რომელთა გადაჭრაც მოსახლეობას აინტერესებს.

მისივე თქმით, არ იქნება ცუდი, თუკი მოსახლეობის მიღების საათებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დააწესებენ და მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები გამოყოფენ დროს მათთან შესახვედრად.

“პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი რეალურად არის შუამავალი რგოლი მოსახლეობას, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის. დეპუტატის წინაშე ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის კითხვა და თხოვნა ისმევა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქმედითი საბჭო, რომელიც ამ თხოვნებზე დროულ რეაგირებას მოახდენს. თავად მაჟორიტარ დეპუტატს გადაწყვეტილების მიღების არანაირი ბერკეტი არა აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია, შეუძლია შუამდგომლობა სწორი მიმართულებით დააყენოს და დროულად გადაწყვიტოს პრობლემა. ამისთვის საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა. ჩვენ არჩევნების პერიოდში ხალხის წინაშე ავიღეთ პასუხისმგებლობა, ვალდებულება და ამ ვალდებულებებს შესრულება სჭირდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა