დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდება

ის ფაქტი, რომ დოკუმენტი უნდა დაიდოს მაგიდაზე ბატონი დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია, აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ დღეს შეთანხმება გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, კრიზისის დასრულება ქვეყნისთვის აუცილებელია.

„სულ ცოტა ხანში დაიდება დოკუმენტი და ყველა ერთად ვნახავთ მოხერხდება თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დღეს შეთანხმებით დასრულება. ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს. ყველა ვხედავთ რა ხდება, როგორ უფასურდება ლარი, როგორ გაძვირდა საწვავი, როგორ იზრდება უმუშევრობა. უმძიმესი მდგომარეობაა ეკონომიკაში და ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკური კრიზისიც. ამიტომ კრიზისის დასრულება არის ქვეყნისთვის აუცილებელი. მე მოსული ვარ სწორედ ამ განწყობით. გულწრფელად მინდა იმედი მქონდეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც წარმოადგენს ბატონი დანიელსონი იქნება მისაღები ორივე მხარისთვის - ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ დოკუმენტით და შეთანხმებით ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს“, - განაცახდა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამ წუთში მთავარიც, მოლოდინიც და მნიშვნელოვანიც არის ერთი - დაველოდოთ დოკუმენტს!

„მე დღესაც პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს „ქართულ ოცნებას“ კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, მათ ასეთი ხედვა არ გააჩნიათ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი უნდა დაიდოს მაგიდაზე ბატონი დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია, აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ დღეს შეთანხმება გახდება შესაძლებელი. ამის მოლოდინი მაქვს მე დღეს. მე თავს ავარიდებ მოთხოვნების და პოზიციების გამეორებას, ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი ნათქვამია, ვიცით მოლოდინი და ვიცით რა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ წუთში მთავარიც, მოლოდინიც და მნიშვნელოვანიც არის ერთი - დაველოდოთ დოკუმენტს! იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში გაგრძელდება ნორმალური ცხოვრება“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ის „ევროპული საქართველოს“ სახელით მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, სავარაუდოდ, დოკუმენტზე არ იქნება ინდივიდუალური ხელმოწერები პოლიტიკოსების მხრიდან და მას ხელს პარტიები მოაწერრენ.

„ამას მედიატორი განსაზღვრავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, დღეს პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს