ხათუნა სამნიძე - ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის - ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან

ვწუხვარ, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამნიძის თქმით, მმართველი გუნდი კომპრომისისთვის მზად არ იყო.

„ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა იმის იმედს გვაძლევდა, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის. არ არის მზად იმისთვის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით ყველა ეთერში, საჯაროდ, რომ თუ პატიმრები დარჩებიან საპატიმროში, არ იქნება სივრცე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა სხვა საკითხზე, იყო სამი პუნქტი, რომელიც შემოგვთავაზა მედიატორმა. ეს სამი პუნქტი იყო სრულიად მისაღები მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, დანარჩენ ორზე გვსურდა, რომ გაგვეგრძელებინა საუბარი, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არ იყო არცერთ პუნქტზე. მედიატორმა თქვა, რომ მის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვერ მოხდა შეთანხმება, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება იყო მზად შეთანხმება შემდგარიყო“, - აღნიშნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ