ირაკლი კობახიძე - ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება - ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ

ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება - ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კრიზისის მოგვარებისთვის მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან ექნება.

„გეთანხმებით, ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება, ამისათვის ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, ბუნებრივია გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ. ჩვენ გვექნება მცდელობა და რა თქმა უნდა, გვექნება ყველა შემთხვევაში კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმრავლეობის წევრებს შეხვედრაზე გუშინდელი შეხვედრის დეტალები გააცნეს.

„აინტერესებდა გუნდს ეს დეტალები და ყველა ნიუანსზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს. დანარჩენი საჯაროდაც გავრცელდა და იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკების გარშემო, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ არა. იყო ოთხი თემა, რაზეც ჩვენ მსჯელობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, მაგრამ არც ერთთან დაკავშირებით ულტიმატუმი არ დაგვიყენებია. რაც შეეხება ოპოზიციას, იყო ორი ძირითადი ულტიმატუმი: ერთი, ეს იყო არჩევნების პლებისციტის თემა და მეორე - რურუას თემა. გარდა ამისა, ზოგიერთმა პარტიამ, მაგალითად, დააყენა ულტიმატუმის სახით მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ნულოვანი ბარიერით. მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა ეს. სხვებმა სხვა დამატებითი ულტიმატუმები დააყენეს. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ თუ არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძე ხელს არ აწერდა დოკუმენტს. ეს არის ულტიმატუმი“, - განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება