ირაკლი კობახიძე - საჯაროდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეფორმებს ყოველგვარი შეთანხმებების გარეშეც განვახორციელებთ

რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ადგილზე, ასევე საჯაროდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეფორმებს განვახორციელებთ ყოველგვარი შეთანხმებების გარეშეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური ბარიერი დაიწევს და 3%-ი იქნება.

,,ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, პაკეტი არის ინიცირებული და ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. ასევე დაველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას ამ პროექტთან დაკავშირებით. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2024 წელს ბარიერი დაიწევს საპარლამენტო არჩევნებში და მაქსიმალური ბარიერი იქნება 3%. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ვიმსჯელებთ უფრო დაბალი ბარიერის შემოღებაზეც 2024 წლის არჩევნებისთვის და შემდგომი არჩევნებისთვისაც უფრო დაბალი ბარიერის შენარჩუნებაზე. აქ კარი ჩაკეტილი არ არის. მთავარია ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში გამომდინარე იქიდან, რომ 113 ხმა არის საჭირო.

სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ დროებით შეჩერდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცედურა ვიდრე არ დასრულდება კანონპროექტის მიღება. ეს პროცესი დასრულდება ხვალ და იქნება მიღებული შესაბამისი კანონი, სადაც იქნება ასახული ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია. საქმე ეხება კენჭისყრის ღიაობას, გასაჩივრების პროცედურას და სხვას. ასევე, შესწავლილი იქნება სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღები საერთაშორისო ექსპერტების პარტნიორობით, ამის საფუძველზე შეიქმნება წინადადებები და გაგრძელდება რეფორმირება სასამართლოს რეფორმირებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის კინოდარბაზში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლეობის ვიცე-სპიკერები, კომიტეტის თავმჯდომარეები და „ქართული ოცნების“ რიგითი დეპუტატები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო