“ადამიანის უფლებათა ცენტრის”  ინფორმაციით, მათი შეფასებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აისახა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მათი შეფასებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აისახა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, გასული წლის მსგავსად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამრთლის საქმეების სასამართლო პროცესების შეფასებისას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც საუბარია აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობასა და პროპორციულობაზე;

„30 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსაც აფასებს.

ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს, გასულ წელს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, ყველაზე მწვავე პრობლემებად ასახელებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემას, მათ შორის: დაკავებებს, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიზებას, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის პრაქტიკას, შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდულ პატივისცემასა და სხვადასხვა სახის ძალადობრივ დანაშაულებებს ან მუქარას ლგბტი ადამიანებისადმი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, გასული წლის მსგავსად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამრთლის საქმეების სასამართლო პროცესების შეფასებისას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც საუბარია აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობასა და პროპორციულობაზე; მოვლენებთან დაკავშირებული პირების მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და ამ პირთა საქმეების სასამართლოებში განხილვის პრაქტიკაზე; გამოყენებული პატიმრობებსა და გამამტყუნებელ განაჩენებზე; ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევებზე; დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის საკითხებზე; სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, არასათანადო მოპყრობის და მათზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებაზე უარის თქმის საკითხებზე; არამართლზომიერი დაპატიმრების, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შეკრების თავისუფლების შესახებ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა