პროფესიულ სტუდენტებს ზუგდიდში ახალი კოლეჯი ექნებათ

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ახალ კოლეჯში სასწავლო სივრცეები და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, კორპუსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ მალხაზ თორიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეგიონში პროფესიული განათლების უმსხვილესი პროვაიდერია, რომელიც ზუგდიდისა და სენაკის სასწავლო ბაზებს აერთიანებს. ორივე ბაზაზე 350-ზე მეტი სტუდენტი აგრარული, ჯანდაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, განათლებისა და სხვა მიმართულებების პროფესიებს ეუფლება. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს დუალურ და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა