გერმანიის ინტენსიური თერაპიის ასოციაცია ქვეყანაში ორკვირიანი მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესებას ითხოვს

გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ორკვირიანი მკაცრი „ლოქდაუნი“, ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპი და სკოლებში კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება იმისთვის, რომ პანდემიის მესამე ტალღა შევაჩეროთ, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის ინტენსიური და გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია DIVI-მ გააკეთა.

DIVI-ს სამეცნიერო ხელმძღვანელმა კრისტიან კარაგიანიდისმა განაცხადა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან რეანიმაციულ განყოფილებებში კიდევ 1 000-მდე კოვიდინფიცირებული განთავსდა და იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ, 3 680-მდე გაიზარდა.

„თუ ეს ტემპი გაგრძელდება, ტევადობის ზღვარს ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში მივაღწევთ,“ - განაცხადა კრისტიან კარაგიანიდისმა.

მისი თქმით, საჭიროა მკაცრი ორკვირიანი „ლოქდაუნი“, კვირაში ორჯერ სავალდებულო ტესტირება სკოლებში და ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპი.

ცნობისათვის, გერმანიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 24 300 ახალი შემთხვევების რაოდენობა დაფიქსირდა და 2.83 მილიონამდე გაიზარდა, ამასთან ვირუსს ქვეყანაში კიდევ 201 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 76 543-ს მიაღწია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025