ომბუდსმენი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.

2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეში მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია სათანადოდ დადასტურებული, ან გადამოწმებული არ იყო.

„2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს. სახალხო დამცველის აპარატმა ამ საქმეზე, საგამონაკლისო დაშვების საფუძველზე, შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები, რომელიც ასახავდა 2020 წლის 19 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას.

მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ., ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). ამ ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა.

ასევე გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები, რამაც შსს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საჭიროება წარმოშვა. შესაბამისად, 2020 წლის 20 აგვისტოს, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

წარდგენილ წინადადებაში სახალხო დამცველმა გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი არაჯეროვნად და დაგვიანებულად შეაფასა და უწყებებს გამოძიების ეფექტიანობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არაერთი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა. სახალხო დამცველის აპარატი აკვირდებოდა საქმის განხილვას პირველ ინსტანციაში, უახლოეს მომავალში შევისწავლით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებს და დავაკვირდებით საქმის შემდგომ მსვლელობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო:ომბუდსმენი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა