ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ციხეებში მუშაობა თეა წულუკიანის მხრიდან საჯარო თავდასხმებს გამო გაურთულდათ

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხეებში მუშაობა იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან საჯარო თავდასხმებს გამო გაურთულდათ. როგორც ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატის შენობაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სახალხო დამცველმა ისტორიაში პირველად შეაჩერა პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში იმის გამო, რომ ციხეებში უსაფრთხოების საკითხები არ არის დაცული.

,,სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია და მეც ვეთანხმები, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან საჯარო თავდასხმებს მოჰყვა ის, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ნამდვილად გაურთულდათ მუშაობა ციხეებში. ჩვენ ვმუშაობდით ძალიან მძიმე პირობებში, ადგილი ჰქონდა არაერთ შემთხვევას როდესაც პატიმართა კონკრეტული ჯგუფი თავს ესხმოდა სიტყვიერად სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და აიძულებდა დაეტოვებინათ ციხის ტერიტორია. ეს ხდებოდა ძალიან ორგანიზებულად და ერთდროულად სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. სახალხო დამცველმა იანვრის შემდეგ შეაჩერა მონიტორინგის ვიზიტები ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ინდივიდუალურ დაწესებულებებს, თუმცა სახალხო დამცველმა ისტორიაში პირველად შეაჩერა პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში იმის გამო, რომ უსაფრთხოების საკითხები არ არის დაცული. ჩვენ ვერ დავინახეთ მხარდაჭერა ვერც ციხის ადმინისტრაციის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თუ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ვერ მივიღეთ გარანტიები, რომ მომავალში ჩვენი წარმომადგენლები შეძლებენ უსაფრთხოდ იმუშაონ, ამიტომ ჩვენ დროებით ვაჩერებთ ამ ვიზიტებს და ვფიქრობთ ალტერნატიულ მექანიზმებზე”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს