საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ერეკლე მეორისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქციის თაოსნობით ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

„საერთაშორისო კონფერენციის მიზანია სამეცნიერო გარემოში ერეკლე II-ის, როგორც განსაკუთრებული მოღვაწის დიდი მასშტაბების წარმოჩენა ქვეყნის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიულ ჭრილში, მით უფრო, რომ ბოლო დროს მისი, როგორც ევროპული აზროვნებისა და ორიენტაციის მმართველის მოღვაწეობით, არაერთი მკვლევარი ინტერესდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ერეკლე მეორის სახელს საქართველოში მრავალი ლეგენდა უკავშირდება”, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, სამ სექციად წარიმართა: განათლება, კულტუროლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა; ისტორია და მასობრივი კომუნიკაცია; სოციალური მეცნიერებები.

სექციების მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების პრეზიდენტი დენ დევიდსონი (აშშ), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი ლუდმილა შიპელევიჩი (პოლონეთი), გრანადას უნივერსიტეტის პროფესორი რაფაელ გუსმან ტირადო (ესპანეთი), ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შმიდტი (შვეიცარია), სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეანა ევტიმოვა (ბულგარეთი).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ერეკლე მეორის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, უახლოეს მომავალში, კრებულის სახით გამოიცემა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ერეკლე მეორისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქციის თაოსნობით ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

„საერთაშორისო კონფერენციის მიზანია სამეცნიერო გარემოში ერეკლე II-ის, როგორც განსაკუთრებული მოღვაწის დიდი მასშტაბების წარმოჩენა ქვეყნის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიულ ჭრილში, მით უფრო, რომ ბოლო დროს მისი, როგორც ევროპული აზროვნებისა და ორიენტაციის მმართველის მოღვაწეობით, არაერთი მკვლევარი ინტერესდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ერეკლე მეორის სახელს საქართველოში მრავალი ლეგენდა უკავშირდება”, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, სამ სექციად წარიმართა: განათლება, კულტუროლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა; ისტორია და მასობრივი კომუნიკაცია; სოციალური მეცნიერებები.

სექციების მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების პრეზიდენტი დენ დევიდსონი (აშშ), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი ლუდმილა შიპელევიჩი (პოლონეთი), გრანადას უნივერსიტეტის პროფესორი რაფაელ გუსმან ტირადო (ესპანეთი), ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შმიდტი (შვეიცარია), სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეანა ევტიმოვა (ბულგარეთი).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ერეკლე მეორის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, უახლოეს მომავალში, კრებულის სახით გამოიცემა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია