სახალხო დამცველი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში ხარვეზები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში ხარვეზები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატს ათეულობით საქმე მიაწოდა და თანამშრომლობის ხარისხიც ხაზგასასმელია.

„2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამართალდამცავთა მიერ არასათანადო მოპყრობის დანაშაულთა დაუსჯელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით ხაზი უნდა გაესვას თანამშრომლობის ხარისხს. ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში ხარვეზები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ინსპექტორის სამსახურმა ათეულობით საქმეზე მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხოლო ორ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამონაკლისო წესით, მისცა გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს