გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექტორებისთვის ტრენინგი  ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სწავლება, რომელიც რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში ჩატარდა, მოიცავდა როგორც ატმოსფერული ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციების, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, პრობლემური დამბინძურებლების იდენტიფიცირების, ინსპექტირების პროცედურების და კანონაღსრულების, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების საკითხებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე და ცენტრის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო