ლილოში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოწივია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.

"თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია ერთი ქალი, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მოახდინეს კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება",-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს