ჟოზეფ ბორელი დმიტრი კულებას - ევროკავშირი თქვენთანაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბრისას დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ჟოზეფ ბორელმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

”ჟოზეფ ბორელმა დაარწმუნა დმიტრი კულება ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან განაცხადა: ”ევროკავშირი თქვენთანაა”, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჟოზეფ ბორელმა დმიტრი კულება 19 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს