დავით სერგეენკო მანდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებაზე - თუ ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება

თუკი ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე დასმულ კითხვას.

„უნდა მოვისმინოთ მათი არგუმენტაცია, დასაბუთება. მათ გადადგმულ ნაბიჯებს უნდა შევხედოთ. ასე წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათ სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?