ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო თათბირები გრძელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო თათბირები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში ცოტნე ანანიძე და ზაალ მიქელაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ფატი ხალვაში, მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, ამჯერად ჩაქვში იმყოფებოდნენ.

მორიგი სამუშაო თათბირი ადგილზე არსებულ მდგომარეობას, მოსახლეობის საჭიროებებს, მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს დაეთმო. ყურადღება გამახვილდა საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე კვირიდან დაიწყება, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე. თათბირზე შესაბამისი დავალებები მიიღეს მერის წარმომადგენლებმა.

კოვიდ მდგომარეობის გათვალისწინებით, სოფლად მცხოვრებთა საჭიროებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება-განხორციელების მიზნით, დაიგეგმა მოსახლეობასთან შეხვედრები. ამასთან, სამუშაო თათბირები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში კვლავაც გაგრძელდება შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს