თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ.

გაბუნიას განმატებით, ქვეყანა „ასტრაზენეკასა“ და ფაიზერის“ დამატებით დოზებს აპრილსა და ივნისში ელოდება.

„ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოქალაქეებს ყველაზე ადრე 15 მაისს უწევთ. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 2 კვირა უნდა გავიდეს, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს, ეს გამოცხადდება და გაიხსნება თავიდან რეგისტრაციის პორტალი. „ფაიზერს“ რაც შეეხება, 3-კვირიანი ინტერვალი უნდა გავიდეს და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ესეც იქნება იგივე პრინციპით. აპრილის ბოლოს, „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზები უნდა მივიღოთ, „ფაიზერის“ დოზების მცირე რაოდენობა „კოვაქსისდან“ ივნისის თვეში უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხვალიდენლ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმასთან დაკავშირებითაც, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას სახელმწიფო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავვტორიზაციამდე გამოიყენებს, თუ საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„სამართლებრივი საფუძველი სრულიად გამართული გვაქვს იმისთვის, რომ „სინოფარმის“ გამოყენება ქვეყანაში დავიწყოთ და პასუხისმგებლობის გადაზღვევა სახელმწიფომ უზრუნველყოს, ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია ამისთვის საკმარისია. თუმცა, მაინც მეტი ნდობისთვის, წინაწარი გადაწყვეტილება იყო, რომ დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რაც მოსალოდნელია, რომ ამ თვის შუა რიცხვებში უნდა იყოს. ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, საბჭო იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, როცა ამ სიტუაციაში, როცა ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება, დავიცადოთ და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც წინასწარ ისედაც ცნობილია, რომ იქნება დადებითი, თუ შეგვიძლია უფრო ადრევე დავიწყოთ სურვილის მიხედვით ვაქცინაცია „სინოფარმის“ ვაქცინით. ხვალ კიდევ იქნება საბჭოზე ამაზე მსჯელობა.

„სინოფარმი“ ჩინეთის სახელმწიფო საწარმოს მიერ წარმოებული ვაქცინაა, მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში ხდება, „სინოვაკი“ ჩინური კერძო კომპანიის მიერაა წარმოებული, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება, თურქეთში, აზერბაიჯანში. „სინოვაკს“ დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს არცერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს სამართლებრივი საფუძველი „სინოვაკის“ გამოყენებისთვის არ გვაქვს, ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაციის ავტორიზაციას დაველოდებით. რაც შეეხებ საჩუქარს, ეს კეთილი ნებაა და მათი მეგრობობის, მხარდაჭერის გამოხატვის ინიციატივა. მცირე რაოდენობაა დოზების, რომელიც დონაციით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა