ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ.ბარაკების ადგილას სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სადაც ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ტარდება.

ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები და რულონური ბალახი იგება. ასევე, სკვერში LED განათების სისტემა დამონტაჟდა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„სპორტის სასახლის მიმდებარედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ე.წ ბარაკების ადგილას კორპუსის ნაცვლად, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, რის შემდეგაც, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებს დემონტაჟი ჩაუტარდა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, უახლოეს მომავალში მოსახლეობას გამწვანებული, კეთილმოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს